Back to news
„2024 წელს ავარიის შედეგად 101 ქვეითი გარდაიცვალა, 2025-ის პირველ კვარტალში კი 50… გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა…“ – „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის” თავმჯდომარე
@Source: fortuna.ge
„2024 წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50 – ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა“ – ამის შესახებ „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი იზორიამ განაცხადა.
იზორიას განცხადებით, უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება, აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა და ის, რომ ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს მიებას:
„2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50. ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. ძალიან არის გაზრდილი ამ მიმართულებით სტატისტიკა. წლებია ვაკვირდებით ფეხით მოსიარულეების პრობლემებს და წლიდან წლამდე იმატებს. აღსრულების კომპონენტი ძალიან სუსტი იყო ამ მიმართულებით.
2019 წელს იყო მაღალი აღსრულება. დაახლოებით 33 000 ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა საქართველოს მასშტაბით. ამ მაჩვენებელმა წლების განმავლობაში დაიკლო. 2024 წლის მონაცემებით, 2300-მდე ჩამოვიდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 58 ადამიანია დაჯარიმებული, როდესაც 3 თვეში 50 ადამიანი დავკარგეთ.
აუცილებელი გახდა კანონმდებლობა გამკაცრებულიყო. სანქციების ასე გახუთმაგება მიზანშეწონილი არ იყო, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოვახერხებთ სიცოცხლის გადარჩენას, მთელი რიგი მიმართულებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა, ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს უნდა მიებას, მძღოლებს ქულები უნდა აკლდებოდეთ“,- განაცხადა იზორიამ მედია ჰოლდინგ „კვირაში“.
Related News
10 Apr, 2025
Currency rates of NBP
16 Jul, 2025
The Best PS5 Games
31 Mar, 2025
Tommy Taylor’s SRU
11 Jun, 2025
North America’s largest action sports fe . . .
26 Mar, 2025
Sports News | Argentina Beats Brazil 4-1 . . .
22 Mar, 2025
শহরে বৃষ্টির ভ্রূকুটি, বাতিল হবে উদ্বোধন . . .
15 Apr, 2025
Mumbai Cricket Association approves Rohi . . .
27 Apr, 2025
It's bananas and bonkers but Gaelic foot . . .