Back to news
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი მესამედ დაკორექტირდა – ის კიდევ 77 მილიონი ლარით გაიზარდა
@Source: fortuna.ge
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, რომელიც თბილისის საკრებულოში მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა. შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ 77 მილიონ 111 ათასი ლარით, ანუ 2 მილიარდ 348 მილიონ 609 ათას ლარამდე იზრდება.
წარდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
77 მილიონი ლარიდან 50.4 მილიონი ლარი საგანმანათლებლო მიმართულებას დაემატა, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 357 მილიონი ლარი გახდა. ბიუჯეტს დაემატა ახალი პროგრამა – საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელზეც 39 მილიონი ლარი დაიხარჯება, ასევე ახალია სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა, რაზეც დამატებით 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 15.8 მილიონი ლარი დაემატა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტიც 754 მილიონი ლარი გახდა, ხოლო კეთილმოწყობის მიმართულებაზე დამატებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუჯეტის უკვე მესამე კორექტირებაა. თავდაპირველად, იანვარში, ბიუჯეტს 180 მილიონი ლარი დაემატა, ივნისში კი ის დამატებით 62 მილიონი ლარით გაიზარდა.
Related News
17 May, 2025
Tragedy strikes again: Kameni mourns los . . .
12 Mar, 2025
FOOTBALL-CONCACAF-Trinidad and Tobago an . . .
27 Jun, 2025
Love Island fans brand Ben 'immature' an . . .
13 May, 2025
Florida Panthers beat Toronto Maple Leaf . . .
16 Aug, 2025
Travellers move onto road through leafy . . .
18 Jun, 2025
Construction Adhesives Market Is Expecte . . .
06 Jun, 2025
Michelle Keegan wears bikini as she lovi . . .
14 Mar, 2025
Who Is Vanessa Trump? Rumors of Tiger Wo . . .