Back to news
მიხეილ სარჯველაძე „The Stirling Foundation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
@Source: fortuna.ge
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „The Stirling Foundation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
„The Stirling Foundation“ ამერიკული საერთაშორისო ფონდია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ საკითხებზე მუშაობს, როგორებიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, დევნილთა და ლტოლვილთ მხარდაჭერა, ოჯახების მხარდაჭერა ქალთა და ბავშვების ხელშეწყობის მიმართულებით და სხვა.
შეხვედრაზე, მხარეებმა, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და შშმ პირთა საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო, ფონდსა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასაც და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
შეხვედრის დასასრულს, „The Stirling Foundation“-მა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.
Related News
09 Jul, 2025
Brazil coach Carlo Ancelotti gets one-ye . . .
12 Mar, 2025
Cheltenham Ladies Day is now called some . . .
26 Mar, 2025
Manchester United's £52million man will . . .
28 Mar, 2025
Anthony Seibold knows that love is a bat . . .
13 Jun, 2025
Kenyan policeman arrested in blogger’s d . . .
20 Apr, 2025
Manish Tewari | Stop US-China trade war, . . .
04 Mar, 2025
Huawei charts cautious global comeback w . . .
22 Jun, 2025
World News | Mahmoud Khalil Vows to Cont . . .