Back to news
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 20-21-22 ივნისს სპექტაკლის „ვნებები თელებქვეშ“ პრემიერა გაიმართება
@Source: fortuna.ge
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 20-21-22 ივნისს იუჯინ ო’ნილის სპექტაკლის, „ვნებები თელებქვეშ“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩალაძეა, თარგმანი ია გოგიშვილს ეკუთვნის.
მტაცებლური კაპიტალიზმის ეპოქაში, სადაც მესაკუთრეობის ფენომენმა კულმინაციას მიაღწია, ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად დაშორდა საკუთარ არსს…. ნაცვლად იმისა, რომ სამყაროსთან ჰარმონიაში არსებობდეს, ყველაფერს ფლობის საგნად აქცევს და თავადაც ფლობის ინსტრუმენტი ხდება. შედეგად ის უპირისპირდება თავის ბუნებრივ საწყისს და საკუთარივე ვნების მსხვერპლი ხდება.
სპექტაკლის მოქმედება ფერმის გარშემო ვითარდება. იქ მცხოვრებ ყველა ადამიანს სხვადასხვა მიზეზით ამ მიწის ერთპიროვნულად დასაკუთრება სურს და ერთმანეთსაც მხოლოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად იყენებენ. მსგავს ეგოიზმსა და დაუფლების ვნებას კი პერსონაჟები ტრაგედიამდე მიჰყავს.
მხატვარი – ანანო დოლიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება – ია გოგიშვილი
ქორეოგრაფი – გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი – სოფო დანელია, ანა ხოშტარია
მოქმედი გმირები:
ეფრაიმ ქებოთი – გოგა პიპინაშვილი
ები პათნემი – ნინო ჭოლაძე
ებენი – ბექა მეძმარიაშვილი (ეფრაიმის ვაჟი) (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი)
სიმეონი – ნიკა წერედიანი (ეფრაიმის ვაჟი)
პიტერი – გიორგი ჩაჩანიძე (ეფრაიმის ვაჟი)
მეზობელი I – ნიკა წერედიანი
მეზობელი II – გიორგი ჩაჩანიძე
Related News
06 May, 2025
Former Donegal player won't face more pr . . .
14 Apr, 2025
Liverpool Nike Air Max 95 coming Summer . . .
11 May, 2025
Two Army Men, IAF Sergeant, BSF SI Kille . . .
18 Jun, 2025
"Borussiya" "Fluminense" ilə heç-heçə et . . .
13 Mar, 2025
Lil Win's wife flaunts glowing skin in v . . .
13 Feb, 2025
MoU signed to promote tourism
02 Jun, 2025
Arab-Islamic Committee on Gaza: Israel's . . .
09 Aug, 2025
4 well-known Ghanaian football figures w . . .