TRENDING NEWS
Back to news
08 Jul, 2025
Share:
„პიელ ნატურალსი“ 22 ივლისს ორ ადამიანზე პარიზის საგზურს ათამაშებს
@Source: fortuna.ge
ცოტა ხნის წინ ნატურალური პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის „პიელ ნატურალსი“ დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ ბრენდის პროდუქციის მომხმარებლებსა და „პიელ ნატურალსის“ გულშემატკივრებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი, რათა ბრენდის წარმატების ფორმულა გაეზიარებინა და ახალი პროდუქტებიც წარედგინა. გადაცემის „ბიზნესნიუსი“ ეს გამოშვება ამ შეხვედრის გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ: – ბიზნესში არსებობს ასეთი ფილოსოფია „Fale Fast“ – დამარცხდი სწრაფად, ანუ თუ დამარცხებას არ იჩქარებ, წარმატებას ვერ მიაღწევ. მეც ამის მჯერა და ასე მწამს. პატარ-პატარა მარცხის გარეშე ჩვენი ბრენდი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის და ვერ გვექნებოდა ყველა ის სიახლე, რომელსაც მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებელს. 8 წლის განმავლობაში მართლაც დიდი გზა გავიარეთ, ახლაც ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მივიწევთ. მწვერვალზე ისე ვერ ახვალ და გამარჯვებას ისე ვერ იზეიმებ, თუ ცოტა ფეხი არ დაგიცდა, თუ დაღმართზე ჩასვლა არ მოგიწია. – შეგიძლია გაისხენო ის პროდუქტი, რომელმაც პირველი მარცხი გაგემათ? – ჩვენი ბრენდის პირველი მარცხი და პირველი გამარჯვებაც ჩვენი პირველი პროდუქტი – კაკაოს კარაქი იყო. მოგეხსენებათ, კაკაოს კარაქი ოდითგან გამოიყენება კოსმეტიკაში, აცტეკები მას ღმერთების ოქროსაც კი ეძახდნენ. სწორედ ეს პროდუქტი ჩამოვიტანე იტალიიდან, ჩემსავე სამზარეულოში ყინულის ფორმებში პატარა კუბებად გადავადნე, მოვათავსე ქილებში, რომლებიც საკუთარი ხელით ოქროსფრად შევღებე და მასზე სოციალურ ქსელში ჩავუშვი მარკეტინგული კამპანია, როგორც რუჯის მისაღებ იდეალურ საშუალებაზე. პროდუქტზე მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში ჩემ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას არავინ კითხულობდა (რომ მისი გამოყენება 10:00-დან 17:00 საათამდე, ანუ განსაკუთრებულად მცხუნვარე მზის ქვეშ არ იყო სასურველი), რის გამოც იწვებოდნენ. ამის შემდეგ მივხვდი, რომ იმის მტკიცება, რომ პროდუქტი ნატურალურია, არაფრის მომცემია, თუკი ეტიკეტირების სტანდარტები არ იქნება დაცული. ფაქტობრივად, ეს მარცხი მომხმარებლებმა წარმატებად გვიქციეს, რადგან დღეს უკვე ყველანაირ სტანდარტს ვიცავთ. – მოდი ახლა იმ პროდუქტზე ვისაუბროთ, რომელმაც დაგარწმუნა, რომ ზუსტად იმ საქმეს აკეთებ, რომელსაც უნდა აკეთებდე და რომელიც სხვა ახალი პროდუქტების შექმნის ბიძგი გახდა. – ალბათ, ის სამეულია, რომელსაც მომხმარებლის მხრიდან განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ნაკრებში შედის სახის მზისგან დამცავი 50 SPF, რომელიც მართლაც ერთი წასმით გაყვარებს თავს, 24 კარატიანი ოქროს შრატი – ეს არის ჩვენი დედოფალი პროდუქტი, E ვიტამინია მისი აქტიური ინგრედიენტი და გლოსი – E ვიტამინით და ყურძნის წიპწის ზეთით გაჯერებული, რომელმაც უკვე ბევრი ქალის ჩანთაში დაიდო ბინა. – მიმდინარე ზაფხულის სიახლეებზეც მოგვიყევი. – უპირველესად აღნიშნავ, რომ მალე არაბული ბაზრის კარს შევაღებთ და ქუვეითში ჩვენი პირველი მაღაზია გაიხსნება. აქვე დავძენ, რომ ქუვეითშივე ვაწარმოეთ არაბული სუნამოები, თუმცა მანამდე მასტერკლასები გავიარეთ პარიზში და ამ მასტერკლასების შედეგია ის, რომ სუნამოს ფორმულები ჩვენი გემოვნებით ავაწყეთ. პირადად მე მე-12 ნომერი მომწონს განსაკუთრებულად, რომელსაც თინათინი შევარქვი, ვეფხისტყაოსნის გმირის პატივსაცემად. მას პირველად „გალერია თბილისში“ არსებულ ჩვენს სტენდზე წარმოვადგენთ. მესამე სიახლე არის ის, რომ გავხსენით საზაფხულო ბაღი. ეს ბაღი პანდემიამდეც ფუნქციონირებდა, თუმცა პანდემიის გამო მისი დახურვა მოგვიწია. ჩვენს განახლებულ ბაღში აღსაზრდელებს სექტემბრიდანაც მივიღებთ. კიდევ ერთი და განსაკუთრებული სიახლე არის ის, რომ 22 ივლისს გავათამაშებთ პარიზის საგზურს ორ ადამიანზე. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია – ჩვენს ნებისმიერ ლოკაციაზე ან ონლაინ 50 ლარის შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს. და ბოლოს პაჩების შესახებ, ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ „პიელ ნატურალსის“ პროდუქცია საქართველოში იწარმოება, მაგრამ ახლა გვაქვს ორი ახალი პროდუქტი, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადდა. ესენია, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, სუნამო და მეორე – თვალის პაჩები, რომლებიც საფრანგეთიდან, კონკრეტულად, პარიზიდან ჩამოგვივიდა. ეს პაჩები 24 კარატიანი ოქროთი და ჰიალურონის მჟავითაა გაჯერებული და ეფექტს 15 წუთში იძლევა – ისინი ამშვიდებს თვალებს, იდეალურია შეშუპებისას, გამოუძინებელი ღამის შემდგომ, გამაგრილებლად.
For advertisement: 510-931-9107
Copyright © 2025 Usfijitimes. All Rights Reserved.